ესპანეთში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთში, ქალაქ უესკაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მედიის ცნობით, პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის დროს, დაკავებულს აღმოაჩნდა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა.

​გამოძიების ცნობით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინის გაქურდვისთვის ბარსელონაში. მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.

მსგავსი თემები