„ეს მთავრობა გადადგება ძალიან მალე“ – ბექა ნაცვლიშვილი

  •  

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებული მინისტრთა კაბინეტი დასრულებულია. აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

„დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი რომ დასრულებულია, ეს ფაქტია. მთავრობა დამთავრებულია, არავინ ენდობა უკვე.  ცვლილებები იქნება აუცილებელი და ეს ცვლილებები ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების გარეშეც მოხდება. ისმის განცხადებები, რომ „ჩვენ“ დავაყენებთ პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხს, თვითონ „ქართული ოცნება“ გადააყენებს მას და ეს იქნება ამოსუნთქვის საშუალება „ქართული ოცნებისთვის“, რადგან, მათ ვერაფერი გააკეთეს და ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანეს ქვეყანა. ეს მთავრობა გადადგება ძალიან მალე“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები