“კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს” – სოფიო ქაცარავა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ხანძრები ამაზონისა და არქტიკის რეგიონში მსოფლიო ლიდერებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს.

„ის, რასაც ვხედავთ ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში, ასევე ტყეებში ალასკაში, ჩრდილოეთ კანადასა და ციმბირში არის ნათელი ინდიკატორი, რომ კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრები უფრო დიდი მასშტაბებს იძენს და უფრო ხშირად ჩნდება. ამას აქვს გავლენა კლიმატზე, ხანძრები გამოყოფს ნახშირორჟანგს და ასევე ანადგურებს ეკოსისტემას, რომელიც შთანთქავს მას. ეს კი ქმნის ციკლს, რომელიც კლიმატურ კრიზისს უფრო ინტენსიურ ხდის“, – განაცხადა ქაცარავამ.

ქართველი დეპუტატი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხანძრების გაჩენის მიზეზების გამოძიებასა და იმ პოლიტიკაზე უარის თქმას ითხოვს, რომელიც ხელს უწყობს ცეცხლის გაჩენას, მაგალითისთვის, ასეთია ტყის გაჩეხვა.

მსგავსი თემები