“ჩვენ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებსა“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“ – გერმანიის საგარეო უწყება

გერმანია არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში.

„ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები