9 დაღუპული და 10 დაშავებული – 18 აგვისტო ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა

ოდესაში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. 10 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხანძარი, რომლის ლიკვიდაციასაც 3 საათი დასჭირდა, ორსართულიანი სასტუმროს სამრეცხაო ოთახში, ღამით გაჩნდა. პოლიცია მომხდარის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს. ხანძრის გაჩენა მკვლელობის დაფარვის მიზნით, უსაფრთხოების წესების დარღვევა და სასტუმროს სტუმრების დაუდევრობა. ტრაგედიის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სასტუმროებისა და სანატორიუმების შემოწმება გადაწყვიტა. 18 აგვისტო ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. საგარეო უწყების სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადებით, სახეზეა დესტაილიზაციის აშკარა მცდელობა: „იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი…

მეტი...

“ვეცდებით, არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები” – სოლომონ პავლიაშვილი

“ვეცდებით, რომ არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები, როგორც გლეხებისთვის, ასევე ფერმერებისთვის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, 2012 წლიდან ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა 51-დან 1088-მდე გაიზარდა, რაც როგორც პავლიაშვილი ამბობს, კონკურენციის ზრდის მაჩვენებელია. „იმედი მაქვს, რომ რთველის სპეციალური საკოორდინაციო შტაბისა და უმაღლესი დონის ლოჯისტიკის მეშვეობით, წელს რთველი წარმატებით ჩაივლის. სახელმწიფოს აქვს მონახაზი, თავადაც განახორციელოს, ყურძნის გარკვეული რაოდენობის შესყიდვა, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას და კომერციულმა სექტორმა ამაზე დაბალ ფასად ვერ შეისყიდოს ყურძენი“, – განაცხადა პავლიაშვილმა. პავლიაშვილი ამბობს, რომ წელს ყურძნის ფასი…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუგუტიანთკართან სარწყავი არხი არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ღობეები დაამონტაჟეს. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. „ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს აქ სიტუაციის ადგილზე გაცნობა, რადგან ერთია ინფორმაცია, რასაც ვიღებთ და მეორე – ადგილზე ნანახი მდგომარეობა. სიტუაცია არის ძალიან დამთრგუნველი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გრძელდება და ეს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ქმედებებია. როდესაც 7 აგვისტოს ჩვენთვის გახდა ეს ცნობილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყვნენ მოწვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ყველას ვთხოვეთ, ფაქტს მოჰყოლოდა მკაცრი შეფასება. ამის შემდეგ, მეორე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის შემდეგ გაიმართა დებატები.…

მეტი...

დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

მეტი...

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანებიც 1 ლარად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძენენ. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში, ძირითადად, მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

მალთაყვის სანაპიროზე, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. შემთხვევა “მედიაცენტრი მთავარის” ჟურნალისტმა დღეს დილით დააფიქსირა. შავ ზღვაში დღეს ძლიერი ღელვაა და ბანაობა აკრძალულია. სავარაუდოდ, მკვდარი დელფინი დიდმა ტალღებმა ნაპირისკენ გამორიყა.

მეტი...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” ერთ-ერთი აქციონერის გასვლას ეხმაურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს. ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას შევახსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 5…

მეტი...

სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

“საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.…

მეტი...

“თბილისის მერი ღამის 2 და 3 საათზე მიდის ობიექტების შესამოწმებლად, რათა საქმე გაკეთდეს ყველა სტანდარტის დაცვით” – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ოპოზიციას ახალი დავალება აქვს მიღებული და აბსურდული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა და ამას საზოგადოებაც ხედავს.  „ოპოზიციას ახალი დავალება აქვს მიღებული. ისინი აბსურდული განცხადებებით ცდილობენ ჩვენს ძლიერ მიმართულებებზე, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ნაწილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს რეკორდული თანხა იხარჯება.  თქვენი განცხადებების მიზანი არის, შელახოთ დედაქალაქის მერისა და საკრებულოს იმიჯი. ეს არ გამოგივათ, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ზრუნავს თბილისზე კახა კალაძე. იმისთვის,…

მეტი...

გუგუტიანთკარელებისთვის, სახლების დემონტაჟისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ჯერჯერობით უცნობია, აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება. გუგუტიანთკარში რუსი ჯარისკაცების გამოჩენიდან უკვე 11 დღე გავიდა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა გორის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაში იმყოფება და დასვენების დასრულების შემდეგ გეგმავს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას.  გუშინ სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ შორის იყო 8 ელჩი, რომლებიც ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მეტი...

ნიკა გვარამიამ ახალი არხი დაარეგისტრირა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კომპანია საჯარო რეესტრში შპს მთავარი არხის სახელით უკვე დაარეგისტრირა. ამასთან, ცნობილია ტელევიზიის მმართველები და პარტნიორები. როგორც ამონაწერიდან ირკვევა, არხის გენერალური დირექტორი და 51 პროცენტიანი წილის მფლობელი თავად ნიკა გვარამია იქნება. ტელევიზიის დარჩენილი წილი (49%) კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის. მას ეკუთვნის წილი “ინტერმედია პლუსში”, რომლის საქმის მასალებსაც პროკურატურა სწავლობს. “წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირისა და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზეც თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ. ეს იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში”,…

მეტი...

გლდანის მე-5 მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, გლდანის რაიონის გამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაითესა ბალახი. ეწყობა სპეციალური სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთის მოედანი. გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და საპარკინგე ადგილები მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

მეტი...