პროკურატურა, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე. გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის – „სამგორი თრეიდისა“ და  „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000…

მეტი...

ლარი ისევ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0375 შეადგინა.  ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულებამ 3.2840 ლარი შეადგინა. ცვლილებამ 0.0528 შეადგინა.  ახალი კურსის გამოქვეყნებამდე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად თანახმად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა მაღალი ინფლაცია არ მოხდეს. 

მეტი...

“საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს” – ბიბილოვი

“საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ქართული მხარე ოსი ხალხის გენოციდს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს”, – ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სიმამაცის გამოჩენა ქართველ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ. „თუ ქართული მხარე გენოციდს არ აღიარებს, არ შეიძლება რამე სახის ურთიერთობაზე საუბარი. ამისთვის მათ უნდა მოაწერონ ხელი ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმს და აღიარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს ასეთი პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური სიმამაცის გამოჩენა არ შეუძლიათ. დღევანდელ საქართველოს ამერიკა მართავს. სანამ ამერიკული ჰეგემონია გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც…

მეტი...

“ტვ პირველის” მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს

“ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.  “პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, “ტვ პირველს” არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!” – წერს ვატო წერეთელი. 

მეტი...

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ ქ.ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მისამართის შეცვლის გამო, 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830. გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმებისა და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: london.con@mfa.gov.ge. საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე. საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი: Embassy of Georgia20 Saint George’s SquarePimlicoLondonSW1V 2HP“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ეროვნული ბანკი, ლარის კურსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.   განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკი კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც. “ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში.  ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია, კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა.  ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი…

მეტი...

თურქეთში, ზღვაში ქართველი დაიხრჩო

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, ამის შემდგომ მას სამშობლოში ჩამოასვენებენ.

მეტი...

ხვალ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება

6 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება. ინფორმაციას ე.წ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ შეფერხება 2008 წლის მოვლენების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება. „გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მეტი...

“ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება” – არჩილ თალაკვაძე

“ოკუპაცია დასრულდება, ვინაიდან უკანონოა და საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგება”, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრა, სადაც სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი უნდა განიხილონ. თალაკვაძის თქმით, დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები არანაირ ლეგიტიმურ საფუძველს არ ატარებს. შესაბამისად, მისი შეფასებით, ის გადაწყვეტილებები, რაც ასეთი მოლაპარაკებების დროს იქნება მიღებული, არალეგიტიმურია და ბუნებრივია, ეს რუსეთის მხრიდან საერთო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილია. “ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ და პასუხისმგებლიან საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული განვითარებით. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.…

მეტი...

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების 1 ლარად შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა დღეიდან 118 აფთიაქში იქნება შესაძლებელი. პროგრამა თბილისის საკრებულოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.  მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში. „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას მისი გამკლავება. დღეს ჩვენ გვაქვს…

მეტი...

“ლარის დღევანდელ გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” – სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, დღეისთვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს „მოლოდინების პრემია“, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებითაა განპირობებული. სოსო ფხაკაძე განმარტებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ვითარება საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე. „ეს ხდება მაშინ, როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ, ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა…

მეტი...

“მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ჩვენ გვეკუთვნის” – შს მინისტრი

“მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ჩვენ გვეკუთვნის”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალის გახსნაზე. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა, გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და…

მეტი...

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამართალდამცავებმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთების მიღება – ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

მემინგემის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს

ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს. პოლიციიის თქმით, ქართველი რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ. მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობის დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 10:55 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარელთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები ცნობილია

ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. როგორც ვებგვერდზე naec.ge არის აღნიშნული, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. „შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მეტი...