საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება 3 დღით უფასოდ იქნება შესაძლებელი

დამთვალიერებლები 7, 8 და 9 აგვისტოს ეროვნულ მუზეუმში საბჭოთა ოკუპაციის გამოფენის ნახვას, მთელი დღის განმავლობაში, უფასოდ შეძლებენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ავრცელებს. კერძოდ, გამოფენის უფასოდ ნახვას მსურველები ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში 7, 8 და 9 აგვისტოს 10:00 – 17:30-მდე შეძლებენ.

მეტი...

ნიდერლანდებიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილ 28000 კგ. ქათმის გაყინულ ხორცში, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა აღმოჩნდა. ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა შემოწმება საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ჩაატარეს. უწყების ცნობით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდება.

მეტი...

“ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას” – მამუკა ბახტაძე

“11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის 11 წლისთავს. „11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი. ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას…

მეტი...

ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს

ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს, ოთხი დღის განმავლობაში ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ. მერიის ინფორმაციით, დღეს, გვიან ღამით წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება. „ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი ოთხი დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები. იყავით ყურადღებით!, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის” – მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ხორბლის ფასების კუთხით საქართველო მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, მისი რადიკალური გაძვირება მოსალოდნელი არ არის. „სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული. არცთუ ძალიან მაღალი მოსავალია ჩვენს მიმდებარე რეგიონებში, თუმცა, საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებული რყევები და ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამიტომ ვფიქრობთ, რადიკალურ გაძვირებასა და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ. მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ეკონომიკა – ეს არის ხორბლის შემთხვევაში მთლიანად დაფუძნებული იმპორტულ პროდუქციაზე, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ბუნებრივია გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე“, – აცხადებს…

მეტი...

მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მოსკოვის გამზირის სახელის შეცვლას ითხოვს

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრებმა მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გამზირისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ. მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე აბრები მიიტანეს, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის გვარები წერია. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს არის 170 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი. 

მეტი...

აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. აჭარის მთავრობის ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. 

მეტი...

ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით – QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით – QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში, ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა შედგა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.   „ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით ხდება შესაძლებელი. ეს არის საქართველოს ბანკის საკმაოდ საინტერესო პროექტი. ტაქსით მგზავრობის დროს, ხურდის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. აღნიშნული კოდი კი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს გადაეცემა, პირდაპირ მიბმული იქნება მძღოლის საბანკო…

მეტი...

“შინდისის გმირებისა და ანწუხელიძის სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, საქართველო გაიმარჯვებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. „ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავისი ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ…

მეტი...

მომავალი წლიდან, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. სამინისტროს განმარტებით, ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას ოთხი სავალდებულო გამოცდიდან სამ გამოცდამდე და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისთვის. „საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი“, – აცხადებენ სამინისტროში. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა. მესამე გამოცდა კი, დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ…

მეტი...

“ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრა არის მცდელობა, გამყარდეს რუსეთის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – თამაზ ხუბუა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ხუბუა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, ეს შეხვედრა არის მცდელობა, გამყარდეს რუსეთის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. “6 აგვისტოს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა შედგა, რაც არის კიდევ ერთი მცდელობა გამყარდეს რუსეთის რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გამოხატავს მწვავე პროტესტს რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის უხეში დარღვევით მიმდინარე ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის…

მეტი...

ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა.  ტაქსისტი ძმები ჯაბა კანკავას ღირსეული საქციელის გამო მადლობას უხდიან. ,,დიდი მადლობა კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასე მძიმე წუთებში”, – წერს ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ტაქსი წარწერით – #მაიასთვის თბილისის ქუჩებში ცოტახნის წინ გამოჩნდა. მაია ქართველიშვილის შვილები დედისთვის სამკურნალო თანხის შეგროვებას ცდილობენ. 54 წლის მაია ქართველიშვილი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ვერაგულ დაავადებას ებრძვის. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ამ ეტაპზე 150 000 აშშ დოლარია საჭირო. რამდენიმე დღის წინ ძმებს თანხა თბილისის “დინამოს”…

მეტი...

ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ლიფტები და კიბის უჯრედები მოეწყო

თბილისში, ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტითა და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში გააცნო. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემაც მოიხსნა.  „აქ არის კონკრეტული სივრცე, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გვთხოვა, შეგვექმნა დასასვენებელი ადგილი და ამას გავაკეთებთ. სამშენებლო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ამდენად, სკვერის მოწყობას…

მეტი...

თორმეტი სტუდენტი სტაჟირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსს სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში გადიან. ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა დაგროვილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.  „სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სამინიტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს განსაკუთრებული როლი აქვს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელზეც ვმუშაობთ. თქვენი ახალგაზრდული შემართება ჩვენთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენი უწყება არის ადგილი, სადაც თქვენ სულ სხვა მასშტაბით, სხვა ჭრილში დაინახავთ…

მეტი...

საქართველოს საგარეო უწყება, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას. რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის…

მეტი...