„ბავშვი შეიძლება მაწანწალა ძაღლმაც დააზიანოს და ძაღლი უნდა დავსაჯოთ?“ – პეკინზე, ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

რამდენიმე დღის უკან, თბილისში, პეკინის გამზირზე 3  წლის ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასჯა არ შეიძლება. ადვოკატის მტკიცებით, ეს იყო შემთხვევა რომელიც შეიძლება ქუჩაში ნებისმიერს დაემართოს, თუნდაც, მაწანწალა ძაღლის მხრიდან.   “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ საძაგლიშვილი იყო პეკინზე და ათვალიერებდა მაღაზიებს. მას დანა არ ჰქონია და საერთოდ არ იცის საიდან გაჩნდა დანა.  მისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება არ ახსოვს, რომ დანა ჰქონდა. საძაგლიშვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. ბავშვი დაზარალებულია, მაგრამ ბავშვი ასევე შეიძლება დააზარალოს ქუჩაში მაწანწალა ძაღლმა, ამ შემთხვევაში…

მეტი...

“რატომ შევიწყალე, არ გეტყვით” – ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე

“რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება”, – ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე კომენტარს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს. „რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენი სალაპარაკო და პოზიტივია, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და…

მეტი...

ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ. „ბატონმა ერიკ ჰოგმა უზრუნველყო IPRM-ის ბოლო, 2019 წლის 18 ივლისის შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმოხილვა. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მოვლენების ბოლოდროინდელმა განვითარებამ, კერძოდ კი გუგუტიანთკარისა და წნელისის მიმდებარედ შემაშფოთებელმა მოვლენებმა, ნეგატიურად იმოქმედა საერთო უსაფრთხოების ვითარებაზე. შეხვედრაზე შუამავლებმა ხაზი გაუსვეს დაძაბულობის მოხსნის მიზნით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას და შეახსენეს მონაწილეებს, რომ ისინი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებზე უნდა ფოკუსირდნენ. EUMM-ის ცხელი ხაზის ეფექტურობის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ინფორმაციის…

მეტი...

რატომ ჩაიშალა ერგნეთში, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებთან შეხვედრა? – მხარეები მიზეზებს განმარტავენ

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განეხილათ. „დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განგვეხილა, უნდა გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რაც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. უნდა დაგვეყენებინა მწვავედ გუგუტიანთკარში არსებული ე.წ. ბორდერიზაცია, როცა ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებსა და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, ვაპირებდით მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის…

მეტი...

ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150, ასევე, მიკროავტობუსები: N88, N137 და N200 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის ქუჩასთან და შემდგომ, ყაზბეგის გამზირთან დასაკავშირებლად, როგორც მარიჯანის, ასევე თავხელიძის ქუჩებით სარგებლობას შეძლებს. თბილისის მერია, მგზავრებს  ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის “ძალოვანებმა” წნელისთან, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანებმა სოფელ წნელისთან, სამხედრო ქვედანაყოფი განათავსეს. ამის შესახებ „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე გადაყვანილია „უშიშროების კომიტეტის“, ОМОН-ისა და სხვა „ძალოვანი უწყებების“ ქვედანაყოფები. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ქართველი ძალოვანების მიერ სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკპოსტის განთავსებას. ბიაზროვას განცხადებით, ქართულმა მხარემ მძიმე სამშენებლო ტექნიკა უკვე გაიყვანა, მაგრამ საპოლიციო ობიექტის აღჭურვის სამუშაოები არ შეჩერებულა.  მისივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართული პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად იმყოფება.

მეტი...

“ელენე სამჯერ მომიკვდა” – დედა, რომლის შვილიც ონლაინთამაშს ემსხვერპლა, მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერძენიშვილი, რომლის შვილიც გახმაურებულ ონლაინთამაშს – “ლურჯ ვეშაპს” ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ის შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილსა და მის ოჯახში, 2 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს. “2 წელი ელენეს გარეშე. პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამეტე სართულის ფანჯარა, ელენს ოთახის ფანჯარა. დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში. ვერ ვიჯერებდი, როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე, პანაშვიდზე რომ იციან. შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის.…

მეტი...

“რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთში, “მედეფის” საერთაშორისო ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ქვეყნის დამორჩილებას და ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. ამ კონტექსტში მან რუსეთის ეკონომიკური სანქციები ახსენა. „რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს, მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ…

მეტი...

ადვოკატის თქმით, მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს, არაფერი ახსოვს

3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი, ალექსანდრე გაბუნია აცხადებს, რომ 51 წლის ქალს პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით, არაფერი ახსოვს. ადვოკატის თქმით, თამარ საძაგლიშვილს წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს. “მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ”, – განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბრალდებული ქალი სხვადასხვა დაწესებულებაში იწვა. “ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა…

მეტი...

“იმ მოსამართლეებს, რომლებიც ავტორიტარიზმის გარანტი იქნებიან, მხარს ვერ დავუჭერ” – ლევან გოგიჩაიშილი

“მოსამართლეთა ყოფნა სახელისუფლებო ვერტიკალში, ეს არის გზა ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის გარანტია, მხარს ვერ დავუჭერ, პირიქით, შევეცდები, რომ მაქსიმალურად ხელი შევუშალო”, – ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. გოგიჩაიშვილის განმარტებით, საქართველოში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ავტორიტარიზმისკენ, რაც მისი თქმით, თავისუფლებასა და მეტ სამთავრობო კონტროლს გულისხმობს. „მოსამართლე, რომელსაც შეუძლია, უარი თქვას პოლიტიკურ დაკვეთებზე, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ხოლო, მოსამართლე, რომელსაც არ აქვს უნარი უარი თქვას პოლიტიკურ დაკვეთებზე და ჩაფლული იყოს კორუფციაში, ეს არ არის…

მეტი...

„ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის“ – წითელა ევროპის 4 ქვეყანაში დაბრუნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში, წითელას ვირუსი ისევ პრობლემად რჩება. „წითელა ევროპის იმ ოთხ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც დაავადების შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა“, – აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ალბანეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და დიდ ბრიტანეთი ის ქვეყნებია, რომელსაც წითელას ვირუსმა ისევ შეუტია. „უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვდგავართ, ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის. მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი არაა საკმარისი. საჭიროა ამის მიღწევა თითოეულ საზოგადოებაში, თითოეულ ოჯახში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მეტი...

“პოლიტიკური სამზარეულო” საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა იყოს” – მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელისა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” აქტიურად არ მიმდინარეობს სამთავრობო ცვლილებებზე კოსულტაციები, თუმცა მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში, თეორიულად არ არის გამორიცხული, გარკვეული სამთავრობო ცვლილებები რაღაც კუთხით საჭირო იყოს. როგორც მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პრემიერის გადადგომა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს, რაც იმის მაუწყებელია, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. “რაც შეეხება კონკრეტული მინისტრების ცვლილებებს, ეს შეიძლება პრემიერის შეცვლის გარეშეც მოხდეს. ბუნებრივია, გუნდის შიდა სამზარეულო რაღაც ეტაპამდე არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, რადგან ესაა ჩვეულებრივი, თანამედროვე საპარლამენტო სახელმწიფოს მმართველობის სტილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მეტი...

„აუცილებელი არ არის, 20-ვე მოსამართლე გავიყვანოთ“ – გურამ მაჭარაშვილი მოსამართლეთა დამტკიცებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტმა, შესაძლოა, 20 კაციანი სიიდან 20-ვე მოსამარლე არ დაამტკიცოს. მოსამართლეთა დამტკიცების პროცედურებზე, რომელიც პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება, მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო პროცესები. წარმოდგენილი 20 კანდიდატი როგორი იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა ვის დაუჭერს მხარს და ვის არა, აქაც არსებობს პროცედურები, რომელიც კონგრესშიც კი იყო განხილული და მათი ზედამხედველობის ქვეშ ხდება ეს პროცესები. იურიდიულ კომიტეტზე იქნება სიის განხილვა და შემდგომ პროცესი გადაინაცვლებს სესიაზე. არ გვაქვს…

მეტი...

„მთავარი მიზანი კორუფციული სქემების გამოვლენა იქნება“ -დეპუტატები, კორუფციის წინააღმდეგ, საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო კომისიის შექმნას გეგმავენ, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იმუშავებს. აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კორუფციის მხრივ, სამიზნე მიმართულებები გამოკვეთილია. „აღნიშნულ  ინიციატივას პარლამენტის სესიაზე დავაყენებთ. გვინდა, არსებული ყველა საპარლამენტო მექანიზმი გამოვიყენოთ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო ვაიძულოთ, კორუფციას მიხედოს. ძალიან დიდი რესურსია ამისთვის პარლამენტში, ის უწყებები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა კორუფიასთან ბრძოლა, უნდა იყვნენ ეფექტურები. ეს იქნება მთავარი საკითხი რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი აზრი იქნება გაერთიანებული. შევეწინააღმდეგებით იმ პროცესს, რაც დღეს არსებობს, კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია და ის ლოიალობის მოპოვების ინსტრუმენტი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი  კორუფციული…

მეტი...

“პრემიერის გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება” – ლევან გოგიჩაიშილი

პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ თავისი თავი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე ამოწურა და მისი გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც გოგიჩაიშილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, მამუკა ბახტაძის პრემიერად ყოფნა ქვეყნის ეკონომიკისთვის შემაფერხებელია. „სამთავრობო ცვლილებები პარტიის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. ცვლილებების დაწყებაზე საუბარიც ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან ერთ დღეს შეიძლება გუნდის წევრებს დაუძახონ, უთხრან, რომ ახალი მინისტრი ეყოლებათ და იმათაც თავი დაუკრან. პრემიერი მოსახლეობას, მომავალთან დაკავშირებით, პოზიტიურ განწყობას არ უქმნის. კრიზისის დროს, ხალხმა არ იცის ვის დაელაპარაკოს. ბახტაძის ყოფნა, პრემიერის თანამდებობაზე, ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული შეფერხებაა. ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, კრიზისულ…

მეტი...

“პრემიერის გადადგომის საკითხი გუნდში აქტიურად არ განიხილება” – გურამ მაჭარაშვილი

„ბუნებრივია, პრემიერის გადადგომა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს. მისი გადადგომის საკითხი გუნდში აქტიურად არ განიხილება და ამაზე აქტიური კონსულტაციები არ მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ამასთან, მაჭარაშვილის შეფასებით, შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი, თუ მამუკა ბახტაძე არ გადადგა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამთავრობო ცვლილებებზე განხილვა აქტიურად არ მიმდინარეობს. რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დაწყებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივე სხდომაზე დღის წესრიგში დადგება სამთავრობო ცვლილებების საკითხი“, –…

მეტი...

შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს.  “შვეიცარიის კონფედერაცია გახდა ევროპის მე-15 ქვეყანა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ამასთან, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს: ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიას, ჩეხეთს, სლოვენიასა და კვიპროსს.

მეტი...

ზესტაფონში, დაავადებულ წაბლის კორომებში ლაბორატორიული კვლევები განხორციელდა

საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტი, დოქტორი ირინა მაციახი იმყოფება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გასვლითი შეხვედრა ზესტაფონში, სატყეო უბანში დაავადებული წაბლის კორომებში გაიმართა. გასული წლიდან ზესტაფონის სატყეო უბნის წაბლნარ კორომებში სატყეო-პათოლოგიური შესწავლა მიმდინარეობდა. განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. ექსპერტმა კვლევების  შედეგები დღეს  ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნო.  შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სატყეო სააგენტოს გეგმებზეც იმსჯელეს. უწყების ცნობით, წაბლნარ კორომებში,  კვლევის შედეგებზე დაყრნობით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს. კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც გულისხმობს, როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენებას, ასევე, სანიტარულ ჭრებს,…

მეტი...

“ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“ – ირლანდიის ვიცე-პრემიერი

“ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – ეს განცხადება ირლანდიის ვიცე-პრემიერმა პარიზში, ევროპელ ბიზნესმენთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. საიმონ კოვინის თქმით, საქართველოს ადგილი და სახლი ევროკავშირშია.  „საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. როგორც პატარა კუნძული ევროკავშირის დასავლეთ სანაპიროსთან, ირლანდია ევროკავშირის წევრობამ შეცვალა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეკონომიკურად, სოციალური ტრანსფორმაციის კუთხითა და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სტაბილურობის გამო. გზა ევროკავშირში გაწევრიანებამდე გრძელი და როგორც თავადაც იცით, გამოწვევებით სავსეა. ჩვენი სურვილია, ევროკავშირის წევრობიდან სარგებელი ნახონ ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც ასევე სურთ, იყვნენ ჩვენ მიერ ერთობლივად შექმნილი…

მეტი...

“არ მგონია, ოთარ დანელია პრემიერობას დათანხმდეს, როცა ქვეყანა იქცევა” – დავით ჭიჭინაძე

„სამწუხაროდ, ეტყობა, პრემიერ-მინისტრმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და ამიტომაც არ ტოვებენ სამსახურში. ახალ სტაჟიორად ვის მოიყვანენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე  სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის შესაძლო განხილვაზეც ისაუბრა. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ვინმე განსახილველი?! ყველანი უკვე კოლექტიურები არიან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა თანამდებობა ექნება, მთავარია ბიძინა ივანიშვილი ვის წყალობს. არამგონია, რომ გახარიას ნაკლები წყალობა ჰქონდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. არც გახარიას აღიქვამენ სერიოზულად და არც ბახტაძეს, ყველამ ვიცით, ვინ…

მეტი...