“საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებაშია” – მამუკა ბახტაძე

“საქართველოს ძლიერება სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს”, – ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს და ყურბან ბაირამის დღესასწაული. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პატივია, რომ შესაძლებლობა ეძლევა მოსახლეობას დღესასწაული პირადად მიულოცოს. „დღევანდელი დღე არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დღევანდელ დღესასწაულს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ. მინდა მათ მივესალმო და ყურბან ბაირამი მივულოცო. მე ყოველთვის და დღესაც ვამბობ, ამ დღესასწაულის აღნიშვნისას უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს ძლიერება არის მრავალფეროვნებაში. საუკუნეების…

მეტი...

გვარამიას ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალები კანონის დარღვევით გადასცეს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ისე წაუყენა, რომ საგამოძიებო უწყებას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას ბრალის წაყენების შემდეგ აპირებენ ამოღებული მასალების შესწავლას. „ზოგადად, პროკურატურის მოვალეობაა, ჯერ გამოიკვლიოს ინფორმაცია და მერე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ბრალის წარდგენა. თუ საკითხი ეხება ფინანსურ დანაშაულს, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დასკვნების არსებობა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზება. ჩვენ შემთხვევაში ჯერ ბრალი წაუყენეს და მერე აპირებენ, რომ შეისწავლონ ის მასალა, რაც ამოღებული აქვთ „რუსთავი 2“-დან და „ინტერმედიადან“. ეს ბუნებრივია ხაზს უსვამს იმ გარემოებას,…

მეტი...

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ დაიწერება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ დაიწერება.  სასულიერო პირის განცხადებით, ხატი ქართველი ერის მადლიერების გამოხატულებაა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და იგი იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა. „წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი ქართველი ერის მადლიერების გამოხატულებაა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება…

მეტი...

“იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესაში, ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას, მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ეფრემი ეხმაურება. მისი მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და ის უბრალო ფილები იყო. “ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა. ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამოსხმული. დაზიანებული ბორდიურები მტვრის ბუდე იყო, რაც ძვირფასი მარმარილოთი ჩანაცვლდა. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“, – აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი…

მეტი...

“ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა” – ილია მეორე

“მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს. „დღეს არის ესტატე მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ. მინდა, დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს,…

მეტი...

შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია ვებგვერდებზე – hr.police.ge და hr.gov.ge. „შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული რეფორმის თანახმად, აკადემიაში სწავლის პერიოდი გახდა ანაზღაურებადი. შესაბამისად, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ…

მეტი...

„ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს” – ციხელაშვილი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას, რომ საგარეო კუთხით ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს. „ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს. გასაგებია და ძალიან საუბედურო და სამწუხაროა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ამ, სხვა ვალდებულებებსაც დღეისთვის არ ასრულებს. მაგრამ ჩვენი დიპლომატიური რესურსი არის მიმართული იქითკენ, რომ ეს იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და პარტნიორების მხარდაჭერა არის ამაში ძალიან მყარი,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.  ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც არ სრულდება…

მეტი...

“ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს, კუპლეტი” – ლევან ბერძენიშვილი

“ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი”, – ასე შეაფასა “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პროკურატურის მიერ აღძრული საქმე. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაწყებული გამოძიება, ივანიშვილის პირადი შურისძიებაა, პროკურატურა კი მისი სურვილის შემსრულებელია. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა კარგავს იმიჯს და საბოლოო ჯამში საზოგადოება იძულებული გახდება, ევროპული ღირებულებების გადასარჩენად დაიწყოს ბრძოლა.  “ეს ყველაფერი დამთავრდება რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება უკვე. ბოლოს…

მეტი...

ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია არ აპირებს გირაოს გადახდას, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში მაინც გაასაჩივრებს.  „რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, მაგრამ იქ ვინ დახვდება, ვინმე ისეთი განსაკუთრებული თუ რა, სასამართლო ჩვენ ხომ არ გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გვარამიამ. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ 80 000 ლარის ნაცვლად – 40 000 ლარიანი გირაო განსაზღვრა. ნიკა…

მეტი...

„გირაო 100 ლარიც რომ ყოფილიყო, ნიკა გვარამია არ გადაიხდიდა“ – ულტიმატუმი პროკურატურას

სასამართლოს მხრიდან განახევრებული გირაოს თანხის ოდენობის მიუხედავად, ნიკა გვარამია არც ერთი ლარის გადახდას აპირებს. ასეთია მისი ულტიმატუმი და გადაწყვეტილება. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ამ შემთხვევაში, მთავარია არა თანხის ოდენობა, არამედ პრინციპულობა. როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, თუმცა, თანხას არ გადაიხდიან. „არც არის მნიშვნელოვანი თანხა რამდენი იქნებოდა. 100 ლარიც რომ ყოფილიყო, არ გადაიხდიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიკა გვარამია არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ყველგან, სადაც დაგვიძახებენ, აუცილებლად მივალთ და ყველა კითხვას პასუხს გავცემთ. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია, არ არსებობს…

მეტი...

საქართველოს საზღვართან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 07:29 საათზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 24 კილომეტრში, 4.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა გუშინ, 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიმძლავრემ, რომელიც თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა, 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ნიკა გვარამია თავისუფალია, სასამართლომ მას 80 000-ის ნაცვლად, 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური დევნილი სტატუსით აგრძელებს ბრძოლას. „პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები“ – აცხადებს გვარამია და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ხელსაყრელია, ქვეყნისთვის კი ცუდი. „ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“ იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა!“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ…

მეტი...