2 სახეობის შხამიანი გველი – გაფრთხილება მოლაშქრეებს

ზაფხულის ცხელ დღეებში, გველები არა მარტო გარეუბნებსა და ტყეებში გამოჩდნენ, არამედ, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებშიც კი. მართალია, სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ თუ გველს არაფერს დავუშავებთ, თავს არ დაგვესხმევა, თუმცა, გვაფრთხილებენ, რომ კბენის შემთხვევაში, აუციელბლად სამედიცინო ცენტრებს მივმართოთ.

როგორც დაავადეის კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ველურ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება.

„უდაბნო, ნახევრად უდაბნო, ველურ ტერიტორიებზე ლაშქრობისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობის შხამიანი გველი, თუმცა ისინი აგრესიულები არ არიან და თუ სტანდარტული სირფთხილის ღონისძიებებს დაიცავთ, თავს არ დაგესხმიან. მაგრამ, თუ მაინც მოხდა ადამიანის დაკბენა გიურზასა და ცხვირრქოსანი გველგესლას მიერ, გახსოვდეთ, რომ თითოეულ რაიონულ ცენტრსა და ყველა დიდ ქალაქში არის გველის საწინააღმდეგო პრეპარატების მარაგი. სასწრაფოდ მოახდინეთ დაზარალებულის ევაკუაცია უახლოეს რაიონულ ცენტრამდე ადექვატური სამედიცინო დახმარების მისაღებად“, – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადეის კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.



მსგავსი თემები