საქართველოსა და აშშ შორის, შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შედგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს განცხადებით, შესაძლოა აშშ-სა და საქართველოს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ, ვაშინგტონში, აშშ-ის კომერციის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უახლოეს მომავალში საქართველო მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერს ხელს.

„არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. კონგრესმა დააინიცირა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, სადაც მათ შორის გაკეთებულია აქცენტი, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები