აშშ პატივს სცემს უკრაინის გადაწყვეტილებას, თუ ის უარს იტყვის ნატო-ზე

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს ან უარი თქვას ნატო-ზე. როგორც თეთრი სახლის  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს,  ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით,თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, აშშ უკრაინის გადაწყვეტილებას დადებითად მიიღებს.

„ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ რომ უკრაინელებზე უკრაინელები ვიყოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე განმარტებით, პრობლემა არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაში, არამედ პუტინის პოზიციაშია, რომ უკრაინა არ იმსახურებს, იყოს სუვერენული ქვეყანა.

 

მსგავსი თემები