სუს-ის უფროსი ირწმუნება, რომ ფარულს ჩანაწერებზე გამოძიება გრძელდება

ე.წ. კრეფსებთან დაკავშირებით, რომელიც ათასობით ადამიანის ფარულ მიყურადებას, გადაღებას, თვალთვალს ეხება, სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება. მისი მტკიცებით, ჩანაწერების ნაწილი ყალბია, ნაწილი რეალური.

„უამრავი ადამიანის გამოკითხვა, ექსპერტიზები, რასაც უზარმაზარი დრო მიაქვს იმიტომ, რომ ეს მასალები იყო არა მოსმენების შედეგად მიღებული აუდიო ან ვიდეო, ეს იყო „ვორდში“ აკრეფილი ტექსტები, რომელიც რიგ შემთხვევაში დასტურდებოდა დაზარალებული თუ არადაზარალებული პირების მიერ, ხოლო ხშირ შემთხვევაში არ დასტურდებოდა.  დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გამოძიება. ნებისმიერი ჩვენება, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩვენი მისამართით იქნება, ჩვენ ამის თაობაზე გახსნილები ვართ. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავეხმარებით თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთე და აღნიშნა, რომ მასაც უსმენენ.

„თუ პრეზიდენტს ეჭვი აქვს, რომ უსმენენ, ფაქტები წარმოადგინოს“ – სუს-ის უფროსი პრეზიდენტზე

მსგავსი თემები