„არ ვაპირებთ, ვინმეს ვთხოვოთ შემოგვიერთდეს“ – „პატრიოტები“ იშლება

პარლამენტის ერთი წევრი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” თუ არ შეუერთდა, ფრაქცია დაშლილად გამოცხადდება.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, არ აპირებენ რომელიმე დეპუტატს მათთან გაერთიანება სთხოვონ. აღნიშნული განცხადება ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„დღეს უკვე არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს თემაზე, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და ფრაქციაში გაწევრიანდეს, სიამოვნებთ მივიღებთ, თუ არადა ასევე სიამოვნებით დავიშლებით და უფრო მეტის საშუალება გვექნება სამომავლოდ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია, უფრო თავისუფლები ვიქნებით ამ მხრივ,“- განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მეექვსე წევრი დავით ჭიჭინაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ის ფრაქციას დროებით შეუერთდა. შესაბამისად, ფრაქციას დაემშვიდობა. თუ მას ერთი დეპუტატი ჩაანაცვლებს და „პატრიოტების“ გუნდში აღმოჩნდება, ფრაქცია შენარჩუნდება.

მსგავსი თემები