“ეს იყო პროცედურების, რეგლამენტისა და გუნდურობის უხეში დარღვევა“- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა იყო როგორც რეგლამენტის, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიერ გამართულ ბრიფინგზე საპასუხოდ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას იმ დროს, როცა ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა – ამაზეც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები