„რა არის გუნდურობა? მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ“ – ეკა ბესელია

“არ ვარ ადამიანი, ვინც გარეთ შიდა თემებზე საუბრობს და ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი, მაგრამ, არც ის ადამიანი ვარ, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს,” – აღნიშნული განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ.

“ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს მისი მომავალის განმსჯელები მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები იქნებიან თუ იქნებიან მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სანდოობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც სასტიკ რეჟიმთან და უსამართლობასთან არ არის დაკავშირებული,” – აღნიშნა ბესელიამ.

მსგავსი თემები