სახლებზე გადმოვფინოთ საქართველოს დროშა, 14 იანვარი სახალხო დღესასწაულად ვაქციოთ – ვანო ზარდიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფინონ და ამგვარად პატივი მიაგონ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობის სიმბოლოს და 14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე, ეროვნულ დღესასწაულად აქციონ.  

მისივე თქმით, დღემდე დროშა აღიქმება, როგორც დემონსტრაციებისა და გამოსვლების სიმბოლოდ. საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით კი ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად, როგორც ეს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება.

“14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნაში, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ ან აღვმართოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოს”, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე და დღეს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე. 

მსგავსი თემები