“ჩამოდი ბატონო მამუკა, დამელაპარაკე”- მოკლული დავით სარალიძის მამა

პარლამენტის წინ აქციაზე ზაზა სარალიძე გამოჩნდა – თბილისში, ხორავას ქუჩაზე დ მოკლული დავით  სარალიძის მამა. ის ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებს და ყველა მშობელს მოუწოდებს საკუთარ შვილს გვერდით დაუდგეს.

“ჩამოდი ბატონო მამუკა, დამელაპარაკე”- მიმართა მან  უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს.

“ხელისუფლებამ შვილებისა და მშობლების თაობის დაპირისპირება დაიწყო…  დავიწყე შიმშილობა ჩემი და სხვისი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად. მე ამ იდეას თავს შევწირავ, სად ხარ ბატონო მამუკა,  ჩამოდი, ხომ ამბობდი ჩამოვალო…” – მიმართა მან მდინარაძეს.

 

მსგავსი თემები