„პირი მაშინ გააღე, როცა ამის უფლებას მოგცემენ“ – დეპუტატი დეპუტატებს

საკანონმდებო ორგანოში შეურაცხმყოფელ გამონათქვემებს ისევ არ იშურებენ. სწორედ შეურაცხყოფის ფონზე გრძელდება ე.წ. რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. ამ წუთებში ტრიბუნასთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დგას რომელიც დეპუტატების კითხვებს პასუხობს, პარალელურად, ოპოზიციას შეურაცხმყოფელი სიტყვებით  „ამკობს“.

„ჭკვიანად იყავი, ზედმეტი არ მოგივიდეს… კიდევ ერთხელ გაფრთხილებ“…

„რა დღეში გაქვთ ნერვები“…

„დამამშვიდებელი მიუტანეთ ქალბატონ ხატიას (დეკანოიძე)… სამადაშვილს დამამშვიდებელი არ შველის“…

„ხმას დაუწიე და უფლებას რაცა მოგცემენ მაშინ გააღე ეს პირი“…

„გაჩუმდი ახლა“…

„გიმეორებ, პირი გააღე მაშინ, როცა მოგცემენ ამის უფლებას“…

„შენც ხომ არ გჭირდება დამაწყნარებელი, დამშვიდდი, გაფრთხიებ…  სახე გაასწორე, ვინმეში არ შეგეშალო“….

 

მსგავსი თემები