„არც ერთი დონორი არ აფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის“ – პარლამენტის თავმჯდომარე

„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროეექტის“ განხილვა პარლამენტში ხმაურით გრძელდება.  როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე აღნიშნა, ცხადია, რომ  არც ერთი დონორი აფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის.

„არც ერთი დონორი არ აფინანსებს არც ერთ პროექტს, რომელიც მის ინტერესში არ არის. წერტილი. ეს არის წესი. რა თქმა უნდა, ის რაც არ არის ქართული, არის უცხო“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

მან საკუთარი წარსული საქმიანობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში“ მუშაობდა, ეს ორგანიზაცია გერმანიის ინტერესებზე მუშაობდა საქართველოში.

„იციით, ჩვენი ორგანიზაციის მთავარ პრინციპად რა მეწერა? – ის რომ, ეს ორგანიზაცია გერმანიის ინტერესებს და მის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკას ემსახურება. რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო დახმარების მიზნებს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან თანხმდება, რადგან ეს ასევე საქართველოს ინტერესებში იყო.

სხვადასხვა სახელმწიფოები იმიტომ არსებობენ, რომ მათი ინტერესებიც სხვადასხვაა, როგორც ადამიანის ინტერესებია სხვადასხვა. იქ სადაც თანხვედრაა ინტერესების,  იქ არის თანხვედრა, ხოლო, სადაც ინტერესების თანხვედრა არ არის, იქ არ არის თანხვედრა“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები