,,კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა” – ფოტიგა

,,კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამართულ რუსულ მარშს და ოლიგარქის გზავნილებს.

,,გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა. 12-წლიანი ტყუილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ. საბედნიეროდ, ადამიანებმა საუკუნეების წინ გააკეთეს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია”, – წერს ფოტიგა.

მსგავსი თემები