უნგრეთი სომხეთისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია

ვიქტორ ორბანი წინააღმდეგია, ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან სომხეთს თანამედროვე სამხედრო დახმარება გაუწიონ. უნგრეთის პოზიციაა, რომ  ანალოგიური დახმარება აზერბაიჯანმაც მიიღოს. არადა, ალიანსმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა, უნგრეთის მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება ვერ მოხდება.

პროექტის მიხედვით, საუბარია 10 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებაზე, რომელიც სომხეთმა დაახლოებით  2 წლისა და 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.

თანხა გულისხმობს  საველე ჰოსპიტლების მოწყობასა  და სხვა სმხედრო დახმარებას, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები შეთანხმებულები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ვიქტორ ორბანი აზერბაიჯანის მხარდამჭერი იყო.

 

მსგავსი თემები