„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო“ – ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დასრულდა. ბორის ჯონსონის შეფასებით, G7ის წევრები ერთიანები არიან უკრაინის დახმარების საკითხზე.

„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, არ მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო. თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის კარგი მაგალითი, ის ზუსტად ასეთი ადამიანია“ – ასე შეაფასა ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დაწყების გამო.

 

მსგავსი თემები