„აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას, წითელი ხაზების გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია“ – ჩინეთის ელჩი

  „თაივანის საკითხი არის ჩინეთის ცენტრალური ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტის ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოვლად დაუშვებელია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და ამერიკის შეერთებულ შტატებს წითელი ხაზების გადაკვეთაში ამხელს. როგორც ელჩი აცხადებს, აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას და ჩინეთი მტკიცედ დაიცავს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ზოგიერთი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებით და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის ესკალაციას. ამას თან ერთვის ცივი ომის დროინდელი, ჰეგემონური ქმედებები, როგორიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციისკენ წაქეზება, კარჩაკეტილობა, კავშირების გაწყვეტა … ვრცლად „აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას, წითელი ხაზების გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია“ – ჩინეთის ელჩი