,,აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის მოთხოვნას”- მიხეილ სარჯველაძე

,,ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. მართლაც უცნაური ვითარებაა,”-  ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აჯაფსანდალი შეიძლება ეწოდოს იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა.

,,პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით გახლავთ დაბარებული. ეს ფორმალური პროცედურაა, თუმცა ამ მოთხოვნის შინაარსობრივ არგუმენტაციას ბევრი პრობლემა აქვს. ერთგვარი ნონსენსია. მოგეხსენებათ, რომ ევროინტეგრაციის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობს. ვინც მოითხოვა 12 პუნქტზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობს და მათ ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. მართლაც უცნაური ვითარებაა, თვითონ მოეთხოვებათ 12 პუნქტის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმა და პასუხებს სთხოვენ პრემიერ-მინისტრს მაშინ, როცა იციან, რომ ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტია. აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპელაციად ჩამოყალიბდა მისი ინიციატორების მხრიდან.

ერთი რამ თვალში საცემია – როდესაც მოსახლეობას დაებადა კითხვები, მათ შორის ზოგი ოპოზიციური პარტიის მიმართ, მათი დესტრუქციული განწყობების გამო, თორმეტ პუნქტზე მუშაობაში არ ჩართვის გამო, ასეთ დროს, როდესაც მათ დეფიციტი აქვთ პასუხების, ცდილობენ, რაღაცნაირად შენიღბონ, სხვას გადააბრალონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საკითხების დარღვევა. ეს რასაკვირველია, ძალიან ცუდად წარმოაჩენს უპასუხისმგებლობას ოპოზიციის რიგებში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს – (mcm.ge)

მსგავსი თემები