დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.

 პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.

 შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და  “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

 დღესვე, პარლამენტი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,  მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

 მიხეილ ჩხენკელს,  ინტერპელაციის წესით, კითხვებით. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა:  ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. 

 მიხეილ ჩხენკელი პლენარულ სხდომაზე  ოთხ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის, კითხვები სტატუსშეჩერებული სტუდენტებს, კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას,   სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას შეეხება.

 თითოეული ინტერპელაციისთვის მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია განსაზღვრული.

 ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო  უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.

 

 

მსგავსი თემები