,,უკრაინის მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლები დასჭირდება”- ოლივერ ვარჰეი

,,უკრაინის მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლები დასჭირდება,”-  ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა „ასრულებს საშინაო დავალებას“ და უკვე განახორციელა რეფორმების დიდი ნაწილი მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში.

„იმ მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის შიდა ბაზარსა და პოლიტიკის სხვა მრავალ სფეროში უკრაინის ჩართვის მოსამზადებლად. ამას,სავარაუდოდ, წელიწადზე ან ორ წელზე მეტი დასჭირდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

 

 

მსგავსი თემები