ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაღალი პოლიტიკური და უსაფრთხოების ეშელონები შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ისრაელს გაეფართოებინა დახმარება უკრაინისთვის და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება.
“სტრატეგიული მასალები” უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, გავლით გადაეცემა.
მედიის ცნობით, უკრაინას მიაწვდიან ცეცხლსაწინააღმდეგო და ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს.