,,რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი უკრაინაში, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი მიკოლაევში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს.

,,კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი უკრაინაში, მიკოლაივში. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება,“- განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები