„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა“ – პრემიერ-მინისტრი

  •  

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენის მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას, გავაგრძელოთ დიალოგი“ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა საერთო ეროვნული კონსესუსი.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს გააერთიანებს; ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ, კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ შესაძლოა გვქონდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი, რაც მოსახლეობას აწუხებს, არის  ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება.

მსგავსი თემები