,,ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დაუჯდება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცადებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო, სერბეთის ხარჯებს 600 მილიონი დოლარით გაზრდის.

,,ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება. სანქციების შედეგად, წლიური აღრიცხვით, 600 მილიონი დოლარი აღებულია უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან და ხალხმა ეს უნდა იცოდეს“,- განაცადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მსგავსი თემები