ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მომავალს გადაწყვეტს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, გადაწყვეტს აქვს თუ არა ევროკავშირს მომავალი, როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას.

„ეს არის საკვანძო პოლიტიკური საკითხი სწორედ ახლა. უკვე უახლოეს კვირებში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით ჩვენს განაცხადზე. მიმაჩნია, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ, იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები