ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 216 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 41-ს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 114 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. 25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში 90 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“ – კახა კალაძე

“”ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. რეალურად, რომ შევხედოთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს” – შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. „მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონტაქტი არასდროს არ გაგვიწყვეტია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი „ქართული ოცნებისისადმი“ განწყობები. ამას ემატება რეგიონებში ჩვენი გასვლები, წარდგენები და იქაც ძალიან ხშირია კომუნიკაცია. თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია…

მეტი...

“ჩვენი კლინიკური სექტორი იმუშავებს იმდენად ეფექტურად, რომ შევძლებთ გამოვაჯანმრთელოთ ყველა” – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო პანდემიას უმკლავდება. „ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც…

მეტი...

” წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა” – თამარ გაბუნია

“საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით,წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. „რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა…

მეტი...

შსს-ს ინფორმაცია თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

მეტი...

“საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს” – თამარ გაბუნია

“საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). „​ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით – 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი – მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). 4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა…

მეტი...

კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 59 წლის ქალია.

მეტი...

პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მეტი...

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ოზურგეთში

ოზურგეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები დაბა ლაითურსა და ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. ,,კოვიდ-19“ დაუფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელსაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან და მას შემდეგ, ორ კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.

მეტი...

აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკისა და მომატებული საფრთხის გამო, დღედან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითაა შესაძლები. გუშინ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რეგიონში კვების ობიექტები შეზღუდული დროით მუშაობენ. სწავლა ისევ დისტანიურ რეჟიმში გრძელდება. კოვიდ 19 დაუდასტურდა ათობით მასწავლებელსა და მოსწავლეს. ბათუმის შესასვლელებში კი საკონტროლო პუნქტებია განთავსებული. ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში, 16 ოქტომბრამდე კარანტინი გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის ლუდმილა სკორიკიის თქმით, პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. „მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ. ამიტომ, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე, გადაწყვიტა, აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოაცხადოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარი, ლუდმილა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, 55 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარაშია – 166 , იმერეთში – 55, თბილისში 41 ახალი შემთხვევა არის, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 18, გურიაში – ცხრა, ქვემო ქართლში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ასევე ერთი შემთხვევაა კახეთში“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 60-ით გაიზარდა და 1819-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას” – ნათია მეზვრიშვილი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. „პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი…

მეტი...

„ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“ – დავით ზალკანიანის გამოსვლა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“. გამოსვლისას დავით ზალკალიანმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და გაერო-ს ქარტიის დებულებების განუხრელად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელსაც ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. ამავდროულად, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პანდემიამდე არსებულ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა.…

მეტი...

“გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით” – ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო. ,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი“-ს  ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“ აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 2013 წლიდან…

მეტი...