„პასუხისმგებლობის მოხსნა“ – სენატორი „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, პასუხიმგებლობიდან გაქცევად აფასებს.   

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გინდის გადაწყვეტილებით, ე.წ. შარლ მიშელის ისტორიული დოკუმენტი ანულირებულია.

მსგავსი თემები