საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხალხმრავლობის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა და ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი სწორედ მჭიდრო კოორდინაციაა:

,,ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს!

საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!”, – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

მსგავსი თემები