თბილისში, აეროპორტის გზაზე, მანქანა ხეს შეეჯახა

თბილისში მსუბუქი ავტომანქანა აეროპორტის გზაზე, საავტომობილო გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და მოგლიჯა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას მოტოსახელოსნოა, რომელსაც ზარალი მიადგა.

მსგავსი თემები