,,სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ” – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს ბერლინშიც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ფაჩუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

,,დღეს აქცია გვექნება ბერლინში. კანცელარიის წინ, იმავე ადგილას გაიმართება. სოლიდარობას გიცხადებთ და გვერდში გიდგავართ აქედანაც. თუ ხართ ბერლინში და ბრაზობთ საქართველოს ხელისუფლების რუსულ კურსზე და არ იცით, სად გამოხატოთ პროტესტი, გამოდით და შემოგვიერთდით გერმანიის დროით 18:30 საათზე.

P.S თუ ვერ ჩამოდიხართ ბერლინში, გამოდით თქვენს ქალაქში, იხმაურეთ, გამოხატეთ საკუთარი თავი. გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დაე ყველამ ვიხმაუროთ!”, – წერს ფაჩუაშვილი.

მსგავსი თემები