პარლამენტის მიმდებარედ ვითარება ისევ დაძაბულია (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობასტან, სადაც საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება, ვითარება ისევ დაძაბულია. პერიოდულად, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც ხდება, რადგანაც აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან.

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა.  სამართალდამცველები ცდილობენ, პარლამენტის შესასვლელი აქციის  მონაწილეებისგან გაათავისუფლონ, რასაც დაპირისპირება ახლავს.

აქციის მონაწილეები დაშლას მანამ არ აპირებენ, სანამ კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევენ.

 

მსგავსი თემები