„გაიტანეთ! ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ცუდად დამთავრდება“ – ოპოზიცია

პარლამენტში ე.წ. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა ისევ ხმაურით მიმდინარეობს. ოპოზიციის თქმით, სხვა გამოსავალი არ არის, კანონი უნდა გაიწვიონ, რადგან თუ ერთი ადამიანი დაიღუპა, ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

„გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ბატონო მამუკა, გაფრთხილებთ. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს ამ აქციებით, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“ – განაცხადა სხდომაზე დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„ეს ძალიან ცუდი მინიშნებები არ შეიძლება. არ მგონია, ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, რომ აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია. რაზეა საუბარი?“ – უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

 

მსგავსი თემები