„კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეტებს და ამბობს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშრისგან აშორებს.

„ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია.  საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

მინდა ცალსახად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირთან კი არ დაახლოებს, არამედ დააშორებს”, – ამბობს შარლ მიშელი.

 

მსგავსი თემები