,,გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს” – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს, ,,ოცნებისა” და ოპოზიციის დეპუტატები დროდადრო ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან.

მთავარი თემა რუსული კანონია. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას განზრახვის სისრულეში მოყვანაზე, უმრავლესობის წევრები კი “გამჭვირვალობის” აუცილებლობით აპელირებენ. ისინი გუშინდელ დაპირისპირებასაც ეხმაურებიან და ალეკო ელისაშვილს “ალეკო ბერბიჭაშვილად” მოიხსენიებენ.

სხდომაზე ყვირის და იგინება ,,ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე.

,,გაგარჭობ მიკროფონს. ნაბიჭვარი ეს. გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა შენ, ქათამი ეს”, – მიმართა სამხარაძემ გიორგი ვაშაძეს.

მსგავსი თემები