შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გორგოძე სოფო ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.

ცნობისთვის, სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი თემები