ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს

ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულში ოთხ რუს ჯარისკაცს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ჯარისკაცები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინაში ცხოვრობდნენ.

რუსი ჯარისკაცების მიერ აღძრული საქმე პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ათწლეულების წინანდელი კანონი გამოიყენა. კანონი მიზნად ისახავს იმ ადამიანების დევნას, ვინც სამხედრო დანაშაულს ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადის.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სოფელ მაილოვეში, ამერიკის მოქალაქე სახლიდან ძალადობრივად გაიტაცეს, სცემეს და აწამეს რუსეთის სამხედრო კომპლექსში, სადაც ის 2022 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები