ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ,,მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

მსგავსი თემები