ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა – 17 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 4-ის კი სტაბილური.

ავტოსაგზაო შემთხვევა სამშაბათს მოხდა.

სამაშველო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილიდან ყველა ცხედარი ამოიყვანეს.

მსგავსი თემები