ბათუმში მანქანა ავტობუსს დაეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სხვადასხვა ტრავმით, რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

მსგავსი თემები