ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,  ქვეყანაში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს.

სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ისრაელს 10 000 ტონაზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიეწოდა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, იარაღი, პირადი დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგი და საბრძოლო მასალა.

შეერთებული შტატები ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს დაახლოებით 3,8 მილიარდ აშშ დოლარის თავდაცვის დახმარებას.

მსგავსი თემები