უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კონგრესი უკრაინის დახმარებას თუ არ დაამტკიცებს, ეს პანდორას ყუთს გახსნის.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა განაგრძოს მარცხი. ამას თუ არ გავაკეთებთ, პუტინს შესაძლებლობა ექნება, დაუსჯელად იმოქმედოს, რაც გახსნის აგრესიის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები შეხედავენ, ისინი ისწავლიან ამ გაკვეთილს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები