პარლამენტის სესია დაიხურა, თუმცა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა გაუგზავნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანგარიშის წარდგენით პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. მეათე მოწვევის პარლამენტის მესამე საგაზაფხულო სესია, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.

საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.  სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

გუშინვე, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტე რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. რიგგარეშე სესია კი 3 ივლისს გაიმართება.

 

მსგავსი თემები