არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს. ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა…

მეტი...

რუსეთი ომში მორალის ასამაღლებლად მუსიკოსებს გაგზავნის – BBC

რუსეთი ომში მორალის ასამაღლებლად ფრონტზე მუსიკოსებს გაგზავნის, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში დააანონსა “წინა ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის” ფორმირება, რომელშიც როგორც ინსტრუმენტალისტები, ასევე ვოკალისტები შევლენ. “ახალ დანაყოფს დაევალება, რომ შეინარჩუნოს მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა [სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის]”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსული გამოცემის, RBC News-ის ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტდება ჯარისკაცებისგან და ასევე პროფესიონალი არტისტებისგან, ვინც ნებაყოფლობით გამოთქვა მოხალისეობის სურვილი.

მეტი...

ძლიერი აფეთქება რუსეთში – ირკუტსკში ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის – არის მსხვერპლი

ძლიერი აფეთქება რუსეთში – ირკუტსკის რეგიონში ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარმა კი დაახლოებით ათასი კვ.მ. მოიცვა. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

მეტი...

„რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ბერბოკის განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება და რუსეთი უკან დაიხევს. “უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მათ არა მხოლოდო ელექტროენერგია და გათბობა აკლიათ, არამედ საერთაშორისო დახმარებაც ვერ მიდის იქამდე. ყოველდღიურად იქ ხალხი ცხოვრობს იმის შიშით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიძლება გაიტაცონ, აწამონ და მოკლან. ეს ომი პუტინის გარდა, სხვას არავის დაუწყია და თუ პუტინს სურს, ეს ომი შეიძლება ხვალაც დასრულდეს”, – თქვა ბერბოკმა. გუშინ, 17 დეკემბერს გერმანიის კანცლერამ, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს…

მეტი...

ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს

ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. “მე გავაგრძელებ გავაკეთო ყველაფერი, რასაც შევძლებ, რათა მომდევნო წლებში მხარი დავუჭირო ლტოლვილებს და სხვა იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. გაეროში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, ვგრძნობ, რომ დროა ვიმუშაო სხვაგვარად, უშუალოდ ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან”, – თქვა ანჯელინა ჯოლიმ. ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობდა. კეთილი ნების ელჩად კი 2012 წელს დაინიშნა. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 21 წლის განმავლობაში მსახიობმა 60-ზე მეტ საველე მისიაში მიიღო მონაწილეობა.

მეტი...

„მსოფლიო იცვლება… ჩვენ შევძლებთ სამყარო უფრო სამართლიანი გავხადოთ” – პუტინი

“მსოფლიო იცვლება… ჩვენ შევძლებთ სამყარო უფრო სამართლიანი გავხადოთ” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობს და რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის მოძრაობის პირველი კონგრესის მონაწილეებს მიმართავს. „დიდი ცვლილებები ხდება დღეს არა მარტო რუსეთში, იცვლება მთელი მსოფლიო. მე მჯერა, რომ ეს არის ცვლილებები უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმით, ქმედებებით, მონდომებითა და ამავდროულად ჩვენი ზრახვების ღიაობით, გეგმებით, პრინციპებით, ჩვენ შევძლებთ სამყარო გავხადოთ უფრო სამართლიანი…” – თქვა მან.

მეტი...

„გაერთიანდით NATO-ს წინააღმდეგ” – კადიროვის მიმართვა მოსახლეობას

“გაერთიანდით NATO-ს წინააღმდეგ” – ასე მიმართავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსახლეობას. მისი მიმართვა ჩინურ ენაზე მისსავე Telegram-არხზე გავრცელდა. მისივე თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას. “ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ევროპას მოაწყეს ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი. თუმცა ახლა ისინი კიდევ უფრო საშინელ საფრთხეს წარმოადგენენ, ანადგურებენ ყველა მორალურ ფასეულობა, რომელიც ჩამოყალიბდა ყველა ქვეყნის ხალხის მიერ კაცობრიობის არსებობის მანძილზე”- დაწერა კადიროვმა.

მეტი...

ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში ოკუპანტების ნაღმზე ორი უკრაინელი აფეთქდა

ხარკოვის ოლქის სოფელ დოვჰენკეში, ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე ორი კაცი აფეთქდა, რის შედეგადაც, ორივე მათგანი დაიღუპა. გამოძიების თანახმად, იზიუმის რაიონის სოფელში, ორი ადგილობრივი კაცი საქონლის მოსაძებნად იყო გასული და ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან. ამის შესახებ ოჯახმა და მოსახლეობამ პოლიციას განუცხადა. სამართალდამცველებმა მათი ცხედრები იპოვეს და დადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ოკუპანტების ნაღმზე ფეხის დაბიჯება იყო. წინასწარი გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლით დაიწყო (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით).

მეტი...

“გთავაზობთ მშვიდობის ფორმულას…” | რას ამბობდა ზელენსკი მიმართვაში, რომლის ჩვენებაზეც FIFA-მ უარი უთხრა

“გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას და ჩვენს მცდელობას რომ აღვადგინოთ მშვიდობა! შეუერთდით გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ვიდეომიმართვაში, რომლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენებაზეც FIFA-მ უარი უთხრა. „თბილი სალამი უკრაინიდან ფეხბურთის ყველა ფანს, სიცოცხლე და მშვიდობა! მე ვულოცავ მთელს პლანეტას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს. დღეს ჩვენ მომსწრენი გავხდებით საერთო გამარჯვების – ადამიანების სულის ზეიმის. ამ მსოფლიო ჩემპიონატმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შეუძლიათ სამართლიანი თამაშით, და არა ცეცხლთან თამაშით, გადაწყვიტონ ვინ არის ყველაზე ძლიერი. მწვანე სათამაშო მოედანზე და არა წითელ საბრძოლო ველზე. ეს ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა, როდესაც…

მეტი...

„ომი სასწრაფოდ და უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს” – მეცოლა

“ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდის დღიდან ვთავაზობთ” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საუბრობს. მისივე თქმით, ევროკავშირს შეუძლია, “მეტი გააკეთოს” უკრაინისთვის და ამიტომ, ის მიესალმება სანქციების მე-9 პაკეტს, რომელიც რუსეთს ახლახან დაუწესეს. “ეს ომი სასწრაფოდ და უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ პარასკევს გადაწყვიტა სანქციების დაწესება კიდევ 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.

მეტი...

ბახმუტში დაღუპული მებრძოლების ოჯახები დახმარებას და ცხედრების ჩამოსვენებას ითხოვენ

ბახმუტში დაღუპული მებრძოლების ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ბადრი მარკელიას, რომეო კვარაცხელიას, ავთი რურუას, მერაბ ალადაშვილისა და რომელ ფიჩხაიას ცხედრების ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იციან. ახლობლებმა არც ის იციან, არსებობს თუ არა მათი სამშობლოში გადმოსვენების შანსი. ოჯახების ნაწილი მზადაა, უკრაინაში ჩეჩენ მებრძოლებს დაუკავშირდნენ და თანხების სანაცვლოდ ცხედრების პოვნა სთხოვონ. „ცოცხალს ვტირივარ თუ მკვარს არ ვიცი… ვიტირო თუ არ ვიტირო, ესეც არ ვიცი… არც ცოცხალია, გვეუბნებიან, არც მკვდარი უნახავთ და რა ვქნათ არ ვიცი. ვცდილობთ, რომ უფრო-უფრო გავიგოთ. ჯერ ადგილი ზუსტადაც არ ვიცით. კი, ბახმუტია, მაგრამ ცენტრია თუ რაიონია… ამდენი წლის მონატრებული შვილი,…

მეტი...

მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილზე ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და საანდოობის ხარისხი დაბალია. სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას – არა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალ კვირაში გეგმავს მიხეილ საკაშვილის მონახულებას. „ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების, მათ შორის ბატონი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩეთვის მისი მდგომარების შესახებ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ამასთან, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის…

მეტი...

„ციხეში, გინახავთ, მიშა სააკაშვილის დროს, ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა?” – ბექა ოდიშარია

ციხეში, გინახავთ, თქვენ, მიშა სააკაშვილის დროს, ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? იცით? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა? იცით, ჰოლოკოსტი რა არის? არ იცით! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტს, რომელმაც ოდიშარიას მიუთითა, რომ სააკაშვილის სისტემის დროს პატიმრების წამება იყო გაცვეთილი არგუმენტი. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, არასდროს გაცვდება მიხეილ სააკაშვილის სისტემის მიერ ნაწამები ადამიანებისთვის ეს არგუმენტი, რომ იმ დროს, ციხეში პატიმრების წამება ხდებოდა. ,,სულხან მოლაშვილისთვის და გირგვლიანის ოჯახისთვის გაცვდა? რა არგუმენტი, გეკითხებით. დავინახე, რომ ქალბატონი დედა შებრძანდა ძალიან ბევრი პარკით, რათა მან განაცხადა, რომ აღარ სურდა მიირთვას…

მეტი...

მკვლელობა ბარბარობის ღამეს – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბარბარობის ღამეს ხონში მომხდარ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც დანაშაულის ცადენის შემდეგ მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.…

მეტი...

პროტესტი ოლიგარქის რეზიდენციასთან – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პოლიციაა მობილიზებული. მიზეზი საპროტესტო აქციაა. გადაუვადე სასჯელი, ნუ იქნები მკვლელი! – ამ ლოზუნგებით მივიდნენ ოლიგარქის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები.  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები  ოლიგარქს სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გაშვებას სთხოვენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, უწყვეტი აქციები თბილისსა და რეგიონებში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მძიმე მეტალებისთ მოწამლულ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი ტყვეობიდან არ გაუშვებს. „ოლიგარქს ვეუბნებით, რომ მას არ მოვაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და თუ 22 დეკემბერს და მის შემდეგომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ცატოვებს ციხეშიდა  ამით, პრაქტიკულად, გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, ჩვენ მივაკითხავთ ყველგან. სწორედ მისი სახლები გახდება პერმანენული აქციების კერა, –…

მეტი...

„რატომ შიმშილობენ? სააკაშვილი სასჯელს იხდის ლუქს პალატაში, რა ფუფუნება უნდა შეექმნას კიდევ?” – ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარაის არ ესმის, რა მიზანს ემსახურება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების შიმშილობა. მმართელი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და თავსაც კარგად გრძნობს. „ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებსუწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხებისდა გამო ასეთი აქციების მოწყობა, შიმშილობა, მათ შორის, ეს რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ, როდესაც პაციენტი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი „ვივა-მედში“ სასჯელს იხდის ლუქს პალატაში და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ და რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხვდები… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ,…

მეტი...

„მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა…“ – ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხონში 33 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა ბარბარობის დღესასწაულზე სამხედრო დასახლებაში მოხდა. მოკლული გიორგი ჩალაძეა, რომელიც  ოჯახის ინფორმაციით, კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მოკლულს ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც მოკლულის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, კონფლიქტში ჩართულ პირებს აშველებდა, ერთ-ერთს გადაეფარა, ამ დროს კი მას არსებული ინფორმაციით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. „ერთს აუშარდნენ, მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს. ფილტვის არეში დაჭრეს, ვერ გადავარჩინეთ ჩემი შვილი. [მეძახდა] გადამარჩინეო…” – ამბობს მოკლულის დედა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლოთ დაიწყო,…

მეტი...

ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ვეტერანი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს. ამის შესახებ კისინჯერმა გამოცემა „სპექტატორთან“ ინტერვიუში განაცხადა. „სამშვიდობო პროცესმა უნდა დააკავშიროს უკრაინა ნატო-სთან, როგორც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს. ნეიტრალიტეტის ალტერნატივას უკვე აღარ აქვს აზრი“, – განაცხადა კისინჯერმა. მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ 2014 წლის სტატუსკვოსთან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ შესაძლოა, გამოსავალი იყოს რუსეთის მიერ მისაკუთრებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება. „ახლოვდება დრო, რათა დავეყრდნოთ უკვე წარმოქმნილ სტრატეგიულ ცვლილებებს და მოხდეს მათი ინტეგრაცია ახალა სტრუქტურაში მშვიდობის მოლაპარაკების გზის…

მეტი...

პედიატრები ბავშვებში გრიპის უჩვეულო სიმპტომზე საუბრობენ

წელს გრიპის სეზონი მხოლოდ საქართველოს არ უტევს. გრიპის ვირუსით ინფიცირებული ბავშვები სულ უფრო ხშირად ხვდებიან კლინიკებში ჰალუცინაციებით. ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ეს კლასიკური სიმპტომია, რომელმაც არ უნდა შეაშინოთ. სიცხის დროს ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს ვირუსს ებრძოლოს და სიცხის ფონზე შესაძლოა ბავშვს ბოდვები დაეწყოს, თუმცა ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ დიდხანს არ გრძელდება. პედიატრი კეტრინ მაკკინლი აღნიშნავს, რომ ბავშვებს ხმები ჩაესმით და ამბობენ, რომ რაღაც უცნაურ ობიექტებს ხედავენ შორს ან ახლო მანძილზე. ზოგი ამბობს, რომ ვიღაც ან რაღაც ცდილობს ზიანი მიაყენოს მათ. „ეს ყველაფერი დელირიუმის კლასიკური ნიშნებია, რომელიც თან ახლავს ცხელებას. ჩვენი ტვინი მგრძნობიარეა…

მეტი...

ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობებით დროებით ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინელებისთვის სიტუაციას არ გააუმჯობესებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული პირობებით დროებით ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინელებისთვის სიტუაციას არ გააუმჯობესებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი არ ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება. ბერბოკის თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელები არიან. „ყოველდღიურად უკრაინელი ხალხი იმ შიშით ცხოვრობს, რომ ისინი შესაძლოა, გაიტაცონ, აწამონ და მოკლან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა“, – განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი პუტინმა წამოიწყო და თუ ის მოისურვებს, ომი დასრულდება. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია მოლაპარაკება, თუმცა მანამდე პუტინმა უნდა გაიყვანსო სამხედროები…

მეტი...

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ყველა ბრძოლას და ქმედებას საბოლოოდ მოაქვს გამარჯვება” – მოშიმშილე დეპუტატების ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ჯერჯერობოთ უცნობია, ვინ შეუერთდება სამ მოშიმშილე დეპუტატს, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” მზად არიან, პროტესტის ამ ფორმას მიმართონ. ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა სპეციალური  ბრიფინგი გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა და მოქმედებაა. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს აქტიურობები არის ყველაზე მნიშნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ქმედებას და ბრძოლას, ქმედებას და არგაჩერებას…

მეტი...

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული ტელევიზიების ეთერის რეტრანსლაციას. საპასუხოდ „ტვ6“-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხს ლიცენზია „უსაფუძვლოდ შეუჩერეს“. ტელეკომპანიაში მომხდარს „გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდეს. რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შელახვად შეაფასეს“. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, იმ არხების ნაწილი, რომელთაც მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს, პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ახლო მოკავშირეების მფლობელობაშია.…

მეტი...

„ებრაელ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ებრაული თემის დაუღალავი გარჯა საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას დიდ დღესასწაულს. ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ებრაული თემის დაუღალავი გარჯა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძმობა,…

მეტი...

„სააკაშვილი მოთავსებულია აკვარიუმში, სადაც კლავენ და ამას ტრანსლირებენ” – გიული ალასანია

პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “ვივა-მედიდან” გამოსულმა გიული ასალანიამ განაცხადა.  მისი თქმით, ექსპრეზიდენტი “ქართულ ოცნებას” აკვარიუმში ჰყავს გამომწყვდეული და სიკვდილით დასჯის პროცესს პირდაპირ ეთერში აჩვენებს. „ეს კადრების გამოქვეყნება, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის… ფაქტობრივად, მიმდინარეობს მკვლელობა ადამაინის. არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება, როგორიც არ უდნა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და მიდის ტრანსლაცია ამის ქვეყნიერებაზე. როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი საერთოდ, ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ? ეს არის სიკვდილით დასჯა, – თქვა მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა

ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა. მას ბრალად „სიცრუის გავრცელება“ წარუდგინეს. 38 წლის თარანე ალიდოსტი საპროტესტო აქციების ხისტი გზებით ჩახშობის გამო ირანის მთავრობას ღიად აკრიტიკებდა. მან ინსტაგრამში გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ის ხიჯაბის გარეშეა. მან ასევე დაგმო დემონსტრაციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯი ფაქტებიც. როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, მსახიობმა მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში წარმოდგენილი ინფორმაცია მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სექტემბრიდან გრძელდება. მედიის ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, 1 800 კი დააკავეს. მათ ნაწილს სიკვდილი აქვს მისჯილი.

მეტი...

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, აღნიშნული დრონები უკრაინაზე 16 დეკემბერს მიტანილი დარტყმის დროს არ გამოუყენებიათ. კიევში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული დრონების ახალი პარტია, წინასთან შედარებით მცირე რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს მოიცავს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინაში ოქტომბრიდან იყენებს, ძირითადად უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისატანად. უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნული დრონები უკრაინაში აღარ შეუნიშნავთ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უპილოტოები ისევ გამოჩნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში. უკრაინა, ასევე დასავლეთში მისი პარტნიორები შიშობენ, რომ ირანმა რუსეთს შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდოს. უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ შესაბამისი მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ და რუსეთი დიდი…

მეტი...

მკვლელობა ბარბარობის დღეს – ახალგაზრდა კაცი დედის თვალწინ მოკლეს

საზარელი მკვლელობა ხონში – მედიის ინფორმაციით, ბარბარობის ღამეს ახალგაზრდა კაცი დედის თვალწინ მოკლეს. მედიისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას წინ დილით მომხდარი ჩხუბი უძღოდა, რის შემდეგაც, გვიან ღამით,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდების დაპირისპირებით გაგრძელდა, რაც საბოლოოდ მვკლელობით დასრულდა. ახალგაზრდა გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფოს მისვლამდე სისხლისგან დაიაცალა. არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 პირი დააკავა, თუმცა გამორიცხული არ არის, დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

მეტი...

ნუ მოკლავ პრეზიდენტს! – გიორგი მუმლაძე ოლიგარქის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას აანონსებს

დაანონსებული უწყვეტი აქციების მე-2 დღე – გიორგი მუმლაძე მხარდამჭერებთან ერთად დღეს ივანიშვილის შუშის სასახლესთან მიდის.  “ნუ მოკლავ პრეზიდენტს!’ – აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი უცვლელია. პროტესტის მონაწილეები ადგილზე საპროტესტეო ბანერებსაც მიიტანენ. დაანონსებულ შეკრებას, დიდი ალბათობით, პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარი ახლა დისკომფორტის შექმნაა. გიორგი მუმლაძე მოუწოდებს ყველას, ვისაც სააკაშვილის ბედი ადარდებს, ოლიგაქრის რეზიდენციასთან მივიდნენ. აქცია 15:00 საათძეა დაანონსებული.

მეტი...

შიმშილობის მე-4 დღე – პროტესტის მონაწილეებს ერთი მოშიმშილე დეპუტატი გამოაკლდა

შიმშილობის მე-4 დღეს აბდულა ისმაილოვი შეუძლოდ გახდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იძულებულია, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვას. ამ დროისათვის დეპუტატი საკუთარ სახლშია. მას მედიკოსები სინჯავენ. რაც შეეხება დანარჩენ მოშიმშილე დეპუტატებს, ისინი პროტესტს აგრძელებენ. ექიმების ბოლო ცნობებით, მოშიმშლეების სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. მოთხოვნები არ იცვლება: მიზანი მიხეილ სააკაშილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანაა. ანი წითლიძე, თემურ ჯანაშია და დავით კირკიტაძე ამბობენ, რომ დასაკარგი დრო აღარ არის და ვიდრე, ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ, პროტესტის ამ ფორმას განაგრძობენ. „ჩვენ ვართ მხნედ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილტან ერთად, რომელიც არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სერგეი შოიგუ უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ ვერტმფრენით გადაუფრინა ფრონტის წინა ხაზზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედროების პოზიციებს, შეხვდა სამხედროებს და მოისმინა მეთაურების ანგარიშები არსებული სიტუაციის შესახებ. უკრაინაში ომის წინა ხაზზე შოიგუს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საომარო მოქმედებების საკოორდინაციო შტაბი მოინახულა. კრემლის ცნობით, პუტინმა შტაბში მთელი დღე გაატარა.

მეტი...

„დროა, პრეზიდენტმა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დროა, პრეზიზდენტმა დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია და ბრალდებული პრეზიდენტის საქმეზე პასუხისმგებლობა აიღოს. „პრეზიდენტმა დრო არის, რომ დაიჯეროს, რომ პრეზიდენტია, პირდაპირ ასე ვიტყვი და მას აქვს მექანიზმი ამ პრობლემის გადაწყვეტის – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და დამერწმუნეთ, ნამდვილად იქნება გადადგმული ნაბიჯები დეპორალიზებისკენ, ნდობისკენ და ა.შ. ის, რომ მიხეილ ასაკაშილის არის ძალიან მძიმედ და კიდევ უარესდება მდგომარეობა, ეს ხელს უწყობს ნამდვილად პოლარიზებას და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს ქვეყანა. ახლა საჭიროა, რომ პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სამწუხაროდ ამის მოლოდინი არ მაქვს,”…

მეტი...

„ოცნებას” სააკაშვილის სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია – ლევან ბუთხუზი

ტელეწამყვანი ლევან ბუთხუზი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლის საქმეს ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია. მისი თქმით, “ოცნებას” ექსპრეზიდენტის მოკვლა გადაწყეტილი აქვს. „ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია მისი( სააკაშვილის) სიცოცხლე. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ადამიანი მოკვდეს. მე, მაგალითად, უკვე აღარ მრჩება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ბეწვის ხიდზე გადიან, დანის პირზე არიან, თხელ ყინულზე არიან… ეს არის მითოლოგია. უნდათ, რომ მოკლად და ამას აკეთებენ და როგორც ჩანს, ვირაცა მანიაკი ამას უყურებს და სიამოვნებს, – ამბობს ლევან ბუთხუზი.   

მეტი...

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში რუსებს სადღეღამისო კომენდანტის საათის შემოღება სურთ – გენშტაბი

ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ნაწილის საოკუპაციო „ავტორიტეტი“ ცდილობს შემოიღოს სადღეღამისო კომენდანტის საათი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  გამოცემის ცნობით, მისი ხანგრძლივობა განსხვავდება დასახლებების მიხედვით. ამის  შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2022 წლის 18 დეკემბერს განაცხადა. „საოკუპაციო ძალების სარდლობა გეგმავს სადღეღამისო კომენდანტის საათის შემოღებას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდვები ჩერნიგოვკაში 2022 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, ქალაქ ბერდიანსკში 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე ამოქმედდება სადღეღამისო კომენდანტის საათი.

მეტი...